saqarTvelos uReltexilebi - qaCus uReltexili
კოორდინატები | 42°32`24` ჩ. გ. 45°32`03` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3550 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
აკავშირებს | პირიქითის ხეობას მდინარე შარო-არღუნის აუზთან |
ამგებელი ქანები | ლიასური თიხაფიქლები |
ფლორა | ალპური ბალახეული |
უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3550 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. პირიქითის ხეობას აკავშირებს მდინარე შარო-არღუნის აუზთან. თხემური ნაწილი კლდოვანია, ჩრდილოეთ მხარეს მყინვარია. კალთები შემოსილია ალპური მდელოთი.